ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით  ქალთა ორგანიზაციამ წამოიწყო 100-დღიანი კამპანია, რომელსაც #ნინისგამო ჰქვია. სამოქალაქო სექტორი საგამოძიებო უწყებებს დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების გამო აკრიტიკებს და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას ითხოვს. როგორც კავშირ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, კამპანიის ფარგლებში მუშაობა ორი მიმართულებით იქნება:

“აშკარად იკვეთება, რომ ჩვენი ასდღიანი კამპანია ორი მიმართულებით უნდა წავიდეს, ერთი რა თქმა უნდა არის სახელმწიფოსთვის მოთხოვნების წაყენება და რეფორმების დაწყების ძალიან მკაცრი მოთხოვნა და მეორე მხრივ – აბსოლუტურად აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერებაზე მუშაობა. ბავშვთა უფლებების შესახებ, რომ ბავშვებს გავაგებინოთ, რომ მათ დაიცვან თავი და ითხოვონ დახმარება დროულად და რა თქმა უნდა, უფროსებთან მუშაობა, რომ რასაც ისინი სჩადიან და როგორც ისინი ექცევიან ბავშვებს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,”- აცხადებს ბაია პატარაია.

Leave a Reply