15 თებერვალს პარლამენტი ნიკა მელიას საკითხს ბიუროზე გაიტანს, პარალელურად კი ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებისთვის შეიკრიბება და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებს. იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ბარიერი გადალახეს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციებია.

თავად მელია კი ისევ იეორებს, რომ ჯარიმას არ გადაიხდის.

-“გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით”-აცხადებს მელია.

პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, რისთვისაც პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება

Leave a Reply