ელენე ხოშტარიამ  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სახელზე განცხადება შეიტანა. ხოშტარიას აინტერესებს, რას აკეთებს მთავრობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში არიან და არ აქვთ წვდომა სახელმწიფო სერვისებზე.

“ეს არის უმწვავესი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც გადმოდიან საოკუპაციო ხაზზე, ენგურზე, რადგან რეგულაციების მიხედვით, მათ უხდებათ 5 დღე კარანტინში წასვლა. ეს არის, პრაქტიკულად, საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეების რეგულაცია, რაც პოლიტიკურად არასწორია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, არის ის, რომ ერთი საათით რომ დასჭირდეს წამალზე გადმოსვლა ან პროდუქტზე, 5 დღე კარანტინში უწევს ადამიანს ყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ, აღარ გადმოდიან იქიდან,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Leave a Reply