ჰაკერები  ეწოდება კომპიუტერული პროგრამისტების განსაკუთრებულ ჯგუფს. პირველად ეს ტერმინი 1960-იან წლებში გაჩნდა და ამის შემდეგ მას მრავალი მნიშვნელობა გაუჩნდა. ჰაკერი აუცილებლად, სულ ცოტა, 2 პროგრამირების ენას უნდა ფლობდეს, ერკვეოდეს ქსელში და იყენებდეს ძლიერ ოპერაციულ სისტემებს. არსებობს მოსაზრება რომ ჰაკერი „ყველაფრის მცოდნეს“ ნიშნავს.

ჰაკერთა სფეროში მიღებულია ჰაკერების (საკუთარი და სხვისი) დროის დაფასება (არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება). ისინი უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, იდეებს და ქმნიან ღია კოდის მქონე პროგრამებს, ეს მათი მოვალეობაც კი არის. ჰაკერები იყოფიან ორ ჯგუფად — შავ და თეთრ ჰაკერებად. თეთრი ჰაკერები დასაქმებულები არიან სამთავრობო ორგანიზაციებში, ისინი საფრთხეს საზოგადოებისთვის არ წარმოადგენენ, შავი ჰაკერები კი ებრძვიან როგორც თეთრ ჰაკერებს, ასევე იმ პირებს რომლებიც მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული.

”ვინ იყო პირველი ჰაკერი.”

ეს პიროვნება იყო ინგლისელი იულუზიონისტი – ჯონ ნევილ მასკელაინი,(John Nevil Maskelyne) რომელიც ასევე გახლდათ გამომგონებელი და კარგად ერკვეოდა ტექნიკაში.

ეს შემთხვევა ჯერ კიდევ შორეულ 1903 წელს მოხდა.

მართალია, იმ დროისთვის არ არსებობდა კომპიუტერი და ინტერნეტი მაგრამ არსებობდა საკაბელო ტელეგრაფი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ოკეანის გაღმა კავშირის დამყარება ბრიტანეთსა და ა.შ.შ. შორის.
1903 წელს მასკელაინის მსხვერპლი გახდა ცნობილი იტალიელი მეცნიერი და ბიზნესმენი- გულელმო მარკიზ მაკრონი (Guglielmo Marchese Marconi).

1903 წელს მაკრონი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტში ახდენდა მისი შექმნილი პროდუქტის, უკაბელო ტელეგრაფის, პრეზენტაციას. რომელიც მორზეს ანბანის საშუალებით ინფორმაციის მიღება-გადაცემას ახდენდა ატლანტიკის ოკენის გაღმა. კონკურენტმა ფირმებმა, რომლებიც საკაბელო ტელეგრაფის ტექნოლოგიებს აწარმოებდნენ დაიქირავეს მასკელაინი, რათა პრეზენტაციაზე მოეხდინა ისეთი ფაქტის ინსცენირება, რაც უკაბელო ტელეგრაფის დისკრედიტაციას გამოიწვევდა.

მასკელაინიმ დავალებას წარმატებით გაართვა თავი. შენობასთან ახლოს დამონტაჟებული ანტენის მეშვეობით რადიო სიხშირე გადაიჭირა და საპასუხო ნოტა უკან შემდეგი ტექსტით დაუბრუნა : “სისულელე, სისულელე, სისულელე, ერთმა იტალიელმა ყველა მოგატყუათ…”

ალბათ წარმოგიდგენიათ, რა მოჰყვებოდა ამ პასუხს დარბაზში.

ძალიან მალე მომხდარი ინციდენტის შესახებ თავად ჰაკერმა აღიარა ჟურნლ “თაიმსთან” ინტერვიუში.
მან დეტალურად ახსნა, როგორ გააკეთა ეს ყველაფერი და რომ ამ ყველაფერს ცნობილი სატელეგრაფო ფირმა “აღმოსავლეთის სატელეგრაფო კომპანია ” აფინანსებდა.

დასასრულს კი აღსანიშნავია რომ იტალიელმა გულელმო მარკიზ მაკრონიმ (Guglielmo Marchese Marconi) ამ ტექნოლოგის გამოგონებისთვის 1909 წელს ნობელის პრემია მიიღო.

Leave a Reply