ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ დადებითობის მაჩვენებელი არის მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ ვითარდება ეპიდვითარება. როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს.

გარდა ამისა, ნათია თურნავა ამბობს, რომ დაახლოებით 10 დღე დასჭირდება იმ შედეგების გამოკვეთას, რაც შეიძლება დიდი მობილობის სფეროების გახსნას მოჰყვეს.

“ამ ეტაპზე ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები და ფიტნეს ინდუსტრია, ჩვენ დაგვჭირდება ალბათ ერთი კვირა, ან 10 დღე, დაახლოებით, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა ამ თვალსაზრისით ისეთი დიდი სფეროების და დიდი მობილობის მაგენერირებელი სფეროების გახსნამ, როგორიც არის საქალაქო ტრანსპორტი, სკოლები. გარდა ამისა, ვაჭრობა არის გახსნილი, მათ შორის, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები,  და ბაზრობებთან მიმართებაში გარკვეული შენიშვნები არსებობს, არ არის ყველაფერი ისე მარტივად და შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს და აჯარიმებს და აქედან გამომდინარე, გამოჩნდება უკვე შემდეგი ნაბიჯის თარიღები,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply