YuMi – ეს შვეიცარიული კომპანია AAB-ს წარმოებული რობოტის სახელია.

დირიჟორი რობოტი პუბლიკის წინაშე პირველად 12 სექტემბერს, ვერდის თეატრში წარსდგა და სიმფონიურ კონცერტს გაუძღვა. აღნიშნული კონცერტი რობოტტექინკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ალგორითმი, რომლის მიხედვითაც რობოტი ხელებს ამოძრავებს, მაესტრო ლუკა ანდრეა კოლომბინის მოძრაობის მიხედვით ჩაწერეს.

მუსიკოსების თქმით, რობოტი იდეალურად წაუძღვა კონცერტს, თუმცა მათ დრო დასჭირდათ, რომ ამ უცნაურ ფაქტს შეგუებოდნენ, ამის შემდეგ კი ყველაფერი კარგად წარიმართა და ისტორიაში პირველად, კონცერტი რობოტის დირიჟორობით შედგა.

Leave a Reply