პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს შესაგროვებლად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.

„რაც შეეხება ნიკას, ეთერში მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადეო, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვსო, რომ მეორეჯერ გირაო გადავიხადოო – გასაგებია, ორჯერ 30 000 ლარი არავის აქვს, მეც არ მაქვს! ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულებით, მე მაგალითად, აქ ხელფასი არ ჩამრიცხვია ჯერ, მაგრამ მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავურიცხო. ადამიანურად მზად ვარ!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Leave a Reply