პარტია “მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, ის ნიკა მელიას მიმართ იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს. როგორც იოსელიანმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე აქვს. მისივე თქმით, მაშინ, როცა სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობა არ შეუფარდა, პარლამენტმა არ უნდა შექმნას იმის წინაპირობა, რომ მელია საპატიმროში მოხვდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *