მთავრობის განცხადებით, თებერვლის ბოლოსთვის, საქართველოში ელოდებიან 30 ათასამდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლითაც პირველ ეტაპზე 15 ათასამდე სამედიცინო მუშაკი უნდა აიცრას.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მწარმოებელმა საქართველოს დაუდასტურა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 150 000 დოზის გამოყოფის შესახებ.

საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით, „2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია“.

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ექსპერტებთან კონსულტაციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით იზრდება. ქვეყანა აქტიურად ემზადება უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად. განიხილებაასტრაზენეკასვაქცინის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა. გვქონდა საუბარი ასევე „Pfaizer”-ის ვაქცინაზეც.

განვიხილავთ მოსალოდნელ ვაქცინებს, რომლებიც არის ავტორიზაციის პროცესში და ეტაპობრივად დაემატება კოვაქსის პლატფორმასაც და მწარმოებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც იქნება შესაძლებელი ამ ვაქცინების მიღება. ექსპერტებთან ვისაუბრეთ ამ პერსპექტივების შესახებ და სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა მოხდეს დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე. პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება, ისე, როგორც გაწერილია გეგმის მიხედვით“.

Leave a Reply