ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღესვე მიმართავს, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა.

საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არცერთი ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისს საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა გულუაშვილმა.

Leave a Reply