დაიჭერენ თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომლის მხარდასაჭერად მთელი ოპოზიციური სპექტრი ყოფილი მმართველი პარტიის ოფისშია შეკრებილი.

რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო, რომელსაც მელიასთვის თავისუფლების აღკვეთით უკვე მიმართა პროკურატურამ, ამას ალბათ ხვალ გავიგებთ, რადგან დიდი ალბათობით სასამართლო დღის განმავლობაში ცატარდება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ გამორიცხავენ, რომ შენობის დაცვა ფიზიკურად მოუწიოთ. ლევან ბეჟაშვილის თქმით, სამართალდამცავებს ენმ-ს ოფისში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად მელიას მხარდაჭერას უცხადებენ  “ევროპული საქართველოსა” და “ლეიბორისტების” ლიდერებიც.

გიგა ბოკერია ხელისუფლებას ურჩევს, რომ არ ჩაიდინოს უმძიმესი შეცდომა ნიკა მელიას საკითხთან მიმართებით.

“ლეიბორისტების” ლიდერის თქმით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციისა და ხალხისგან მძლავრი პასუხი მიიღოს.

გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის ადგილი აღარ დარჩეს.

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ მმართველმა პარტიამ ენმ-ის ოფისზე შტურმი მიიტანოს.

“მე ვერ წარმომიდგენია ახლა ისე გაგიჟდეს “ქართული ოცნება”, ამ ოფისის შტურმი გადაწყვიტოს სპეცრაზმის, ან ომონის მეთაურობით. თუ ამას გააკეთებენ, უბრალოდ, დამთავრდება ეს ხელისუფლება და მინდა შევახსენო ყველას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება გადატყდა ხერხემალში 26 მაისს. 26 მაისს რომ არ დაერბიათ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ვერ ბიძინა ივანიშვილი და ვერც ვერავინ ვერაფერს უზამდა და თუ უნდა ახლა “ქართულ ოცნებას” გადატყდეს ხერხემალში “ნაციონალური მოძრაობის” შტურმით, ეს მისი არჩევანია.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას აღკვეთის შეცვლის საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება გახმაურებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სადაც ასევე პოლიტიკური ლიდერები ან ხელისუფლების ღია ოპონენტები ფიგურირებენ. სხვათაშორის მას უკავშირდება გიორგი რურუას საქმეც.

Leave a Reply