პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმიანება და ამბობს:

-თუ არა ნიკა მელიას, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ზიანდება ქართული ოცნება და ის არ ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის. საკმაოდ წინასწარ გაუთვლელი პროცესი წამოიწყეს და ვფიქრობ ეს არის არაპროფესიონალიზმის, აკაკომპეტენტურობის და არცოდნის შედეგი. არ მგონია “ოცნებას” ასე ძალიან ეჯავრებოდეს თავისი თავი, ვფიქრობ ეს გაუთვლელობით მოუვიდათ. არ გაიაზრეს ემოციურ ფონზე ის შედეგი რაც დადგებოდა.

ცალკე კანონი არავისთვის არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ამ პრეცედენტებს ქმნის თავად ქართული ოცნება, ცალკე კანონი მოიფიქრეს, რაღაც არნახული პროცედურა გამოიგონეს, როდესაც მელია და სხვა 54 დეპუტატი ეუბნებოდა შემიწყვიტეთ უფლებამოსილებაო, იქ არ შეუწყვიტეს გამოგონილი უარით და ჩააგდეს საკითხი. თუ უფლებამოსილების შეწყვეტა უნდოდათ, ყველაზე სწორი და კონსტიტუციური გზა ჰქონდათ.

Leave a Reply