2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნა

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა. კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა. საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არავინ წასულა. საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, კომიტეტის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს. Post Views: 475