რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს პარლამენტში უსმენენ.

მაია ცქიტიშვილი საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში იმყოფება. ის დეპუტატებს ანგარიშს აცნობს, იქნება კითხვებიც.

უმრავლესობა ამბობს, რომ რამდენიმე საკითხით დაინტერესდება, მათ შორის, როგორ მოხდა შემცირებული დაფინანსების ფონზე პროექტების უზრუნველყოფა.

მაია ცქიტიშვილმა განცხადება გააკეთა პოლიტიკურ პროცესზეც. ის იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს ბოიკოტის რეჟიმშია, პარლამენტში განკუთვნილ ადგილებს დაიკავებს.

Leave a Reply