ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია რადიკალიზმისკენ მიდის და ყველაფერს ცდილობს ნიკა მელია ციხეშ წავიდეს.

“როდესაც რადიკალიზაციისკენ მიდის ოპოზიცია და ყვეალფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პარტიის თავმჯდომარე ჩაჯდეს ციხეში, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, იმიტომ, რომ მერე გმირი გამოიყვანონ მისგან, აქამდე ვერაფერი რომ ვერ გააკეთეს და ხალხი რომ ვერ ააღელვეს ვერაფრით, ამით ცდილობენ ახლა, ბოლო მცდელობაა მათი, რომ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ”-განაცხადა მდინარაძემ.

ამ წუთებში სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც თავად მელია არ ესწრება.

Leave a Reply