გირაოს აღკვეთ ღონისძიებად შეფარდების შემდეგ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად განაცხადა, რომ მომავალი სწორედ თავისუფლების მოყვარე ხალხზეა დამოკიდებული.

-ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. ეს არის გავრილოვის სასამართლო და რუსეთის გუბერნიად ქცევას არ შევეგუებით. ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო, ან ტავისუფლება, ან ოკუპანტის ბორკილები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დგას ძალმომრეობაზე, ჩვენს მხარეს კი არის სიმართლე, აი ის სიმართლე, რომლის გამო თაობებს სიცოცხლეც კი დაუთმიათ.

გაწყდა ჯაჭვი უსამართლობის! მე ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას, ჩვენ დღეს სულიერადაც კი გავიმარვეთ, გავიმარჯვეთ ღირსეულად და ვართ ბრძლის წინა ხაზზე.

წაშლილია ყოველგვარი პარტიული პოლიტიკა! არსებობს ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტი და ივანიშვილის რეჟიმი.

 

 

Leave a Reply