“ქართული ოცნების” წევრი გივის მიქანაძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან, უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებულია.

“ის პოზიციები, რაც ჟღერდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, არის სრულიად უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებული. გუშინ, პარლამენტში მიღებული იქნა დადგენილება, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, მოვიდნენ პარლამენტში, წარადგინონ მტკიცებულებები და ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. ვადამდელ არჩევნებს არც სამართლებრივი და არც მორალური საფუძველი არ აქვს. ოპოზიცია მთლიანად გაკოტრებულია და ახლა ცდილობს, რაღაც ფონი შექმნას იმისა, რომ თითქოს ეს შესაძლებელი იქნება. ეს არჩევნები სამართლიანად იყო ჩატარებული.”- განაცხადა გივი მიქანაძემ.

Leave a Reply