მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ  პარტიას 9 დღის ვადა აქვს იმისათვის, რომ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგინოს.

“არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას 9 დღის ვადა აქვს, რომ პარლამენტს წარედგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მთავრობის შემადგენლობაც. შესაბამისად, ამ პროცედურაში უნდა იყოს დასახელებული. შემდეგ, დარჩენილი ვადა ეკუთვნის პარლამენტს იმისათვის, რომ დაასრულოს მთავრობის ფორმირება და პარლამენტს ნდობა გამოუცხადოს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Leave a Reply