მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება.  როგორ ცნობილია, დღეს 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების განრიგი გადაწყდება.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ და უმრავლესობამ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გუშინვე წარადგინა. ირაკლი კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად, მისი წარდგენის საფუძველზე დაამტკიცა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ დილით გადადგა. თავისი გადაწყვეტილება მან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების ვადებთან და ფორმებთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიციით ახსნა.

ცნობისთვის: კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, მაგრამ როგორც გუშინ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობას ნდობას უახლოეს დღეებში გამოუცხადებენ.

Leave a Reply