პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროზე უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენზე წარადგინა.

მისი თქმით, მან განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში და მან ამ რეფორმის წარმატებით დასრულება შეძლო.

„ვფიქრობ, ეს იქნება მისი წვლილის სიმბოლური და მოკრძალებული აღნიშვა. კანონმდებლობით საპარლამენტო ორდენის დაჯილოდების ნაწილი გახლავთ ფულადი. მე მქონდა მასთან კონსულტაცია და მინდა წინმსწრებად გითხრათ მისი სურვილი; ირაკლი კობახიძე გეგმავს ეს თანხა გადაურიცხოს ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე ბავშვებს“, – განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published.