სტატისტიკა გვაძლევს იმის იმედს, რომ 2021 წელი იქნება სწრაფი აღდგენის წელი და საშუალო ვადიან პერსპექტივაში 2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით რეგიონში 5,3 პროცენტით და ასევე საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტ-პანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, – ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელი იმაზე მძიმე გამოდგა ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო, ეკონომიკური ვარდნის ტემპი 6, 1 პროცენტი რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ისეთი ეკონომიკისთვის, რომ არა პანდემია, ემზადებოდა 5 და მეტი პროცენტიანი ზრდისთვის.

„თუმცა მთლიანად გლობალური გამოწვევის და გლობალური ეკონომიკის კრიზის ფონზე ეს არ არის ყველაზე მძიმე მაჩვენებელი. თუნდაც ევრო ზონაში ნავარაუდებია 2020 წელი მინუს 8- პროცენტიანი ვარდნით, ეს რა თქმა უნდა მოხდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

მიუხედავად ნეგატიური შედეგებისა ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტიც დაფიქსირდა. პანდემიისდა მიუხედავად, ზოგი კიდევ პირიქით, როდესაც პანდემია იქნა ქცეული შესაძლებლობად და ეს პოზიტიური ნიშნები, სტატისტიკა გვაძლევს იმის იმედს, რომ 2021 წელი იქნება სწრაფი აღდგენის წელი და საშუალო ვადიან პერსპექტივაში 2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით რეგიონში 5,3 პროცენტით და ასევე საქართველო იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტ-პანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Leave a Reply