საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში იმართება, სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოვიდა. მოქალაქეებს ასევე მიმართავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გახსნიან.

Leave a Reply