საქართველოს ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი 2018 წლის  22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი,  გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებმა დააკავეს. მომდევნო დღესვე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება ჰქონდა.

Leave a Reply