“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ შს მინისტრი, ვახტან გომელაური უწყებას ეფექტურად მართავს. მან გომელაურს სრული მხარდაჭერა პრლამენტიდან გამოუცხადა.

“ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს, მე მინდა ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა, მე ვიცი რას ნიშნავს პოლიციელად მუშაობა, პოლიცელი არის გმირი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply