პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე “დღის კურიერის” ეთერში განმარტავს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება არც თუ ისე ადვილი იქნება, ვინაიდან ენმ-ის ოფისში უამრავი ადამიანია, რომლებიც მრავალი დღეა თავდასხმის მოლოდინში არიან.

ჯაფარიძის თქმით, მელიას ძალისხმიერი მეთოდებით დაკავებას შესაძლოა ტრაგიკული შედეგებიც მოჰყვეს.

“ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს კარგად, რომ პოლიციის ასე შესეირნება არ გამოვა, იქ არის უამრავი ადამიანი, იქ მათ დახვდებათ ადამიანების ცოცხალი ღობე და მე ვფიქრობ, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს უნდა ესმოდეს, რომ ამით პირდაპირ მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება და ამისთვის ჩვენ, სამწუხაროდ, მზად უნდა ვიყოთ, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ტრაგიკული შედეგებიც კი იმიტომ, რომ მელიას დაკავება იმდაგვარად, რომ იქ არავინ არ დაზიანდეს ეს წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ადამიანების იქ არიან დღეებია უკვე ამ თავდასხმის მოლოდინში და თუ ეს გადაწყვიტა ღარიბაშვილმა მე ვფიქრობ, რომ ამით “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულს. მე ამას არანაირი მუქარის გამო არ ვამბობ, მესმის საფრთხეები, რომელსაც შეიცავს ძალისხმიერი მეთოდებით მელიას დაკავების მცდელობა,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ “დღის კურიერის” ეთერში.

მელიას დაკავება იმდაგვარად, რომ არ დაზიანდეს ეს წარმოუდგენელია

Leave a Reply