კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული და არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არა რიგგარეშე არჩევნები, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა სურს.

„მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები. მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ, უმოკლეს ვადაში, ჩემი ერთ-ერთი პირველი ამოცანა, პრიორიტეტი იქნება, აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი ამ ქვეყანაში, რომ არავინ იდგეს კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a Reply