ნიკა მელიას დაკავების შემდეგ პირველი კომენტარ გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მან მადლობა გადაუხადა შს მინისტრს კანონის ფარგლებში ჩატარებული ქმედებების გამო.

„მინდა ბატონ გომელაურს და პოლიციას საჯაროდ გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და სტაბილურობა. ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply