შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შს სამინისტრომ ტურისტული კომპანია “თრეველ ჯის” დირექტორი -1986 წელს დაბადებული შ.ბ. და მიკროავტობუსის მფლობელი – 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა 2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 17 ტურისტი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა

Leave a Reply