კახი კალაძე 

“დღეს 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება ექსპლუატაციაში მიღებამდე. დღეს არსებული საკანონმდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არაა ექსპლუატაციაში მიღებული. ჩვენ გვახსოვს ამ ყველაფერმა რა პრობლემები შექმნა და არსებობს ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა, იმიტომ რომ კანონი არ ზღუდავს ამ ყველაფერს. იმისთვის რომ შეიცვალოს ეს დამკვიდრებული პრაქტიკა და სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ  ინტერესი აწარმოონ მშენებლობა ნებართვის შესაბამისად და შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას,ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.  თუ დარღვეულია K1, K2,K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯრის ზონა, განაშენიანების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა,ავტოსადგომის რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ყველანაირი ჯარიმები,”

Leave a Reply