ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით  :

 25 თებერვლიდან:

  • 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება;
  • სამთო კურორტებზე კი სასტუმროები გაიხსნება.

1-ლი მარტიდან: 

  • მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
  • განახლდება კონფერენციები და ტრენინგები;
  • მუშაობას აღადგენენ საჯარო და კერძო ბაღები;
  • ბათუმში რესტორნებს შიდა სივრცეში შეეძლებათ მიიღონ სტუმრები, დანარჩენ საქართველოში ეს შეზღუდვა 8 მარტს მოიხსნება;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენასა და გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარებას შეძლებენ.

8 მარტიდან:

  • მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორნები შიდა სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ;
  • არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, როგორც სავაჭრო მოლებში ისე ბაზრობებში.

15 მარტიდან:

  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშს დაიწყებენ;
  • გახსნება სპორტული დარბაზები;
  • განახლდება სასკოლო წრეები;
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში აღდგება.

1-ლი აპრილიდან:

  • თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს საქართველოში შემოსვლა უარყოფითი PCR ტესტით შეეძლებათ კიდევ 6 სახელმწიფო დაემატა.

შემსუბუქება ამჯერადაც არ შეეხო კომენდანტის საათს და გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ისევ ძალაში რჩება.

 

 

Leave a Reply