გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლი. დღისით ბარშიც ზოგან დაფიქსირდება ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +3, +8 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-ში ღამით -5, ხოლო დღისით +1 გრადუსამდე დაიკლებს.

Leave a Reply