კორონავირუსის გამო ამოქმედებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება. მუშაობას დაიწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ამოქმედდება სამთო კურორტების სასტუმროები, დანარჩენი შეზღუდვები კი ეტაპობრივად მოიხსნება.

კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ახლა უკვე ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას და ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით სახმელეთო საზღვრის გახსნას მოითხოვენ.

Leave a Reply