2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებებზე გამბაჟების ვადა 1 მარტიდან 1 ივნისამდე გადაიწევს – გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა.

“კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე გამბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის 1 მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ 1 ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, დაახლოებით, 19 ათას მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს, ასევე, ჩამოეწერებათ საბურავები. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Leave a Reply