დავით ლაზარია

სტაჟიორი

,,ნამახვანჰესი’’ ეს სიტყვა ბოლო თვეების განმავლობაში , ალბათ, ყველას გსმენიათ. ამ ჰესის  მშენებლობა  დიდი ხანია ადგილობრივებისთვის  პრობლემად იქცა. მოსახლეობის თქმით, ჰესი რიონის ხეობას და მთლიან იმერეთს გაანადგურებს და დატბორვისწინაშე დააყენებს. ნამახვანჰესი ერთი შეხედვით, უწყინარ სიტყვად გვეჩვენება, მაგრამ ეს სრულიად არ არის ასე. 333მგვტ სიმძლავრით, 56 მ სიმაღლით, ხოლო მისი აშენებისთვის არც მეტი არც ნაკლები, 1000 ჰექტარი დაიტბორება. სამუშაოებს თურქული  კომპანია ,,ენკა’’ ანხორციელებს.  თუ ჩვენ მზერას შორეულ მომავალში მივაპყრობთ და პროცესების  უარყოფითად განვითარდებას წარმოვიდგენთ, დავემშვიდობებით საქართველოს უძველეს დედაქალაქს ქუთაის და მას ამოვხევთ ისტორიის ფურცლებიდან, წარსულს ჩავაბარებთ ციცქაცოლიკაურს და მას, რაც ყველაზე ძვირფასია.

გეოლოგების თქმით, ჰესის აშენება გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას, რადგან რიონის ხეობაში ქანები არამდგრადია, ხოლო ეს კატასტროფა  იქნება დასავლეთ საქართველოსთვის.   უკვე 123 დღეა  აქციები იმართება ხეობაში, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. გაშლილია კარვები. უნდა აღინიშნოს, 3 ქალი, რომლებიც  ღამეს  კარავში ათენებს. მათ რიონის ხეობის ,,მეციხოვნეებიც’’ შეარქვეს.  ჯვარიც აღმართეს, მაგრამ უშედეგოდ. პოლიცია მასთან მიახლოების უფლებასაც არ აძლევთ. არიან ადამიანები, მოსახლეობის   მცირე ნაწილი, რომლებიც  ჰესის მშენებლობას ითხოვს. მათ აქციაც გამართეს და სამუშაოების გაგრძელება მოითხოვეს.

123 დღე კარავში-სიცივეში, ყინვაში. მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ რას ითხოვენ აქციის მონაწილეები.

‼️1. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.”
‼️2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.
‼️3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
‼️4. კომპანია “ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა.
-ყველაფერი დროებითია! სამშობლო მუდმივი! – ამბობენ კარვიდან გამოსული, სიცივისგან აცახცახებული ადამიანები და თვალს აპარენბენ იქით, სადაც საპარტულო მანქანები დადიან…

მთავრობა უკვე დიდი ხანია დუმს, მთავრობის წევრებიდან შესახვედრად არავინ გამოჩენილა. რიონის ხეობაში ჰესის აშენებას გმობს ოპოზიცია და აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებს. ხეობაში არსებულ ვითარებას, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მთავრობა ვალდებულია პასუხი გასცეს მოსახლეობის შეკითხვებს.

ხეობაში პროტესტი გრძელდება, კარვები გაშლილია. იქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ კომპანია ,, ენკა’’ უახლოეს დღეებში მთების  აფეთქებას გეგმავს, ამიტომაცაა, რომ ყოველ დღე ადიან იქ საზოგადოების წარმომადგენლები და ხმამაღლა აფიქსირებენ სათქმელს.

ნათქვამია; იქ, სადაც ადამიანის  უფლებები უგულვებელყოფილია, ყველა ცათამბჯენი იმსხვრევა  და ეგზოტიკური ბუნება უდაბურდება. დაიმსხვრევა თუ არა ,, ნამახვანჰესის ‘’ მშენებლობა და გაუდაბურდება თუ არა რიონის ხეობა, ამას დრო გვიჩვენებს…იმედია დრო ჩვენს წინააღმდეგ არ იმოქმედებს…

 

Leave a Reply