მოძრაობა “სირცხვილია” 26 თებერვალს, 15.30 საათზე პარლამენტთან აქცია-პერფომანსს გამართავს.

-ჩვენ არ გემორჩილებით, რადგან დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია, სხვა გზას კი – მონობამდე მივყავართ.

ჩვენ ვბრაზობთ, რადგან ისინი, ვინც სხვებს თავისუფლებას ართმევენ, თავად არ იმსახურებენ თავისუფლებას.
ჩვენ ვყვირით, რადგან სისულელის ყვირილის თავისუფლების დაკარგვა – ჭკვიანური ფიქრის თავისუფლებასაც ზღუდავს.
ჩვენ ვიბრძვით, რადგან იმის დაბრუნებას, რასაც გვართმევენ – ბრძოლა სჭირდება.
ჩვენ ვუკრავთ, ვმღერით და ვცეკვავთ, რადგან თავისუფლება მხოლოდ ლომთა ხვედრი არ არის, თავისუფლების მოყვარული ყველა ინდივიდის ხვედრია.
26 თებერვალს, ჩვენ აქ ვართ, გამოხატვის თავისუფლების ჩვენი საყვარელი ფორმით – თავისუფალი მუსიკით.
და თქვენგან არაფერს ვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ – პატივი სცეთ ჩვენს უფლებებს!-ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply