აქციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

განცხადებაში წერია, რომ დღეს აუცილებელია თავისუფლების სამყაროს მხარდაჭერა და იწყვეტი პროტესტი, რადგან ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის სმრავლის ეშინია.

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 2 მარტს გეგმავს – ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადეს და ერთობლივი განცხადება წაიკითხეს.

ოპოზიციის თქმით, 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება მოხდება. ხოლო 9 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება.

მათი თქმით, 11 მარტს აქცია სასამართლოსთან გაიმართება, “რომელიც გადაიქცა მურუსიძის ჩინჩალაძის და ყველაზე მნიშვნელოვანი – უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ”.

“13 მარტს აქციების ბოლოში ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი, და, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის,” – ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები.

Leave a Reply