სალომე ბერიძე

პროტესტი საწვავის გაზრდილ ფასებზე გრძელდება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის საგრძნობლად კლების, პრალელურად საქართველოში საწვავის ფასი უფრო და უფრო მატულობს. 21 თებერვალს ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე „თავისუფალი საქართველოს“ თანათავჯდომარემ, გოგი წულაიამ გადაკეტა სამანქანო გზა.

სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია. მოქალაქეები კვლავ განაგრძობენ ბრძოლას საწვავის გაზრდილი ფასების წინააღმდეგ და უახლოეს მომავალში ქვეყნის სხვა და სხვა ქალაქებში აანონსებენ საპროტესტო აქციებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აქციები იგეგმება 28 თებერვალს, 13:00-ზე, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ანგარიშის ნომერი, სადაც თავად აქციის მონაწილეები ჩარიცხავენ თანხას საჭირო ინვენტარისათვის

Leave a Reply