პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების სხდომები მიმდინარეობს.

შენობის გარეთ პროტესტს მმართველი პარტიის წევრები გამოეხმაურნენ, მათი შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნებს აბსურდულია, რადგან საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს. ამასთან, “ქართული ოცნების” წევრები რიგგარეშე არჩევნების თემასაც შეეხნენ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის ჩართვის მნიშვნელობას.

ესმის თუ არა საპროტესტო ხმა, ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა:

“ერთ-ერთი კომიტეტის სხდომის დარბაზში ისმოდა ხმა, რაც შეეხება გადატანითი მნიშვნელობით, ვიცი მათი არგუმენტები და უმრავლესობა მათგანთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ, არ ვეთანხმები. პოლიტიკური პატიმრების არსებობას არ ვეთანხმებით, ეს არაერთხელ ითქვა და ახალი ამბავი ნამდვილად არაა. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეთანხმებით თუკი უმცირესი 1%-იანი დასაბუთება მაინც იარსებებს არჩევნების გაყალბებისა,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Leave a Reply