ჟურნალისტი თამარ ბელქანია წერს, რომ ფახულანის, რომელიც მდებარეობს სამეგრელოში სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთთან, მცხოვრებმა 14 სტუდენტებმა სრულიად მოულოდნელი სწავლის დაფინასებაზე, საუბარია 2250 ლარზე, რომელიც სახელმწიფოსგან უნდა მიეღოთ-მიიღეს უარი!

-სოლიდარობა სტუდენტებს ფახულანიდან( სამეგრელო)!
🇬🇪რაზეც ახლა მინდა გამცნოთ, ეს მხოლოდ განათლებას, ქვეყნის ტერიოტრიულ მთლიანობასა და კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონს არ ეხება; ეს ეხება იმას, რომ ბევრი, რამ უჩვენოდ ჩუმად და ქვეყნის ეროვნული ისტერესების საწინააღმდეგოდ ხდება.
კერძოდ კი ამ დღეებში ფახულანის, რომელიც მდებარეობს სამეგრელოში სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთთან, მცხოვრებმა 14 სტუდენტებმა სრულიად მოულოდნელი სწავლის დაფინასებაზე, საუბარია 2250 ლარზე, რომელიც სახელმწიფოსგან უნდა მიეღოთ-მიიღეს უარი!; იმ მოტივით, რომ : „…საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს მიეკუთვნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლები: ნაშამგუ, ოლორი, წყოუში, ქალაღალი, პალური, ეწერფერდი. თქვენ ფლობთ ფახულანის N 1 საჯარო სკოლის ატესტატს, აღნიშნული სკოლა მდებარეობს, სოფელ ფახულანში, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზში მდებარე სოფელს“.
უცნაურობა ის გახლავთ, რომ ამ სოფლიდან სტუდენტები სოფლის განსაკუთრებული სტატუსის გამო, მუდამ ფინანსდებოდნენ ახლა კი გაირკვეთ, რომ ფახულანმა, თურმე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მდებარე სოფელის სტატუსი დაკარგა; ნეტა რატომ ან როდის და რა ვითარებაში?
აფხაზეთის დაბრუნება მოხდა თუ ფახულანმა შეიცვალა გეოგრაფიული მდებარეობა. წერილში ნახსენები სოფელი ოლორი დღეს არც არსებობს, ლეშამგუში კი სკოლა საერთოდ არ არის, მუჟავაში კი ერთი სკოლაა ცენტრში. ხოლო რაც შეხება პალურს და წყოუშს იქ მხოლოდ 9 წლიანი სკოლაა. წყოუშის მცხოვრებლი სიცივეში სიცხეში ფახულანში დადიან რომ განათლება მიიღონ! ისევ რიტორიკული კითხვა არ იციან თუ საგანგებოდ შეყავთ ხალხი შეცდომაში. შესაბამისად აქაც ტყუილს წერენ, როდესაც სტუდენტებს ეუბნებიან თუ ეს სკოლა გაქვს დამთავრებული დაგაფინასებთო. ეს ის ფახულანია რუსის ჯარი რომ დგას და ბავშვები სტრესში რომ იზრდებიან, ეს ის ფახულანია შლაგბაუმი, რომ აყენია და გასვლა გამოსვლა კონტროლდება. ეს ის ფახულანი და შლაგბაუმია სახელწიფოს არაასდროს რომ ახსენდება 26 მაისსაც კი!
მოკლედ, რომ ითქვას დღეს, ამ გლობალური პანდემიის ჟამს როდესაც დიდ ქალაქებში უჭირთ მშობლებს შვილების უმაღლესი განათლება ფინანსურად უზრუნველყონ, როდესაც თავად სტუდენტები ვერ ახერხებენ მუშაობას და საკუთარი სწავლის ხარჯების დაფარვას, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო მათი მოკავშრე იყოს და სახელწიფო რესურსიდან იქნას მოძებული საჭირო თანხები, კანონს ვცვლით სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ისმის კითხვა რატომ.
პასუხი: იმიტომ, რომ განათლების პრიორიტეტულობა დღეს ფიქციაა, იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების მხარდაჭერა ფიქციაა, იმიტომ რომ რეგიონებში მცხოვრები უმუშევრად დარჩენილი ხალხის პრობლემები ღობეს ცხირია სახელწიფოს მხრიდან და იმიტომ, რომ რეალურად მომავალი თაობის ბედი დღეს სახელწიფოს არ ადარდებს- არც ოკუპირებული ტერიტორიები!
და ბოლოს, სასწრაფოდ იქნას მოკვლეული რატომ შეეცვალა სოფელ შამგონას სტატუსი და რა ეშველებათ იმ სტუდენტებს ვისაც სახელწიფომ სხვა თანასოფლელებისგან განსხვავბით სწავლის დაფინასებაზე უთხრა უარი. სწორედ საოკუპაციო ზოლთან განსაკუთრებით სჭრდება ხალხს სახელწიფოს თანადგომა! ამას უყურებენ ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი ჩვენი ხალხიც!
რუსეთი რომ ოკუპანტია ვიცით ორი საუკუნეა, მაგრამ შენ რას აკეთებ რომ ეს ოკუპაცია დავძლიოთ, ესაა მთავარი კითხვა.
მივმართავ განათლების სამინისტროს დაინტერესდეს ამ საკითხით, სწორედ საოკუპაციო ზოლთან განსაკუთრებით გვჭირდება განათლებული თაობა, რომ ქვეყნის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან ისევ არ გაგრძელდეს.

Leave a Reply