ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობას ეხმიანება და ამბობს, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობა უკანონოა.

  1. ნამოხვანჰესის მშენებლობა უკანონოა;
  2. სახელმწიფო კომპანიას ჩუქნის 322 ჰექტარ მიწას, ხოლო 99 წლით გადასცემს სარგებლობაში 283 ჰექტარს, ტყეს, მდინარეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;
  3. მოსალოდნელი საფრთხეები და რისკები არ არის გათვლილი, კომპანიას არ ჩაუტარებია კანონით გათვალისწინებული სავალდებულო კვლევები;
  4. მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა და რეალიზება სახელმწიფოს ვალდებულებაა, რაც ასევე ირღვევა;
  5. ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა მოსახლეობის მშვიდობიანი აქცია და შეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია;
  6. 15 წლის შემდეგ, კომპანიას შეუძლია სრულად გაიტანოს ექსპორტზე ელექტროენერგია, საფასური კი ყოველ წელს 3%-ით გააძვიროს;
  7. გიგანტური ჰესების მშენებლობის აკრძალვით მოვიდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება”, უბრალოდ ვიღაცის კერძო ინტერესებია მთავარი, როგორც აღმოჩნდა;
  8. რიონის ხეობის მცხოვრებლების მოთხოვნები და პროტესტი სამართლიანია და სოლიდარობას იმსახურებს თითოეული მოქალაქისგან.

ამ წუთებში ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

არა ნამახვანჰესის მშენებლობას – აქცია ქუთაისში და 126-ე ღამე კარავში

 

Leave a Reply