2013 წლის სექტემბერში, როცა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერი იყო და შუახევჰესის მშენებლობისთვის მთავრობის წევრებთან ერთად პირველი კაფსულა ჩადო, განაცხადა, რომ ლამაზი ბუნების გარდა ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ჰესებიც, რათა ეკონომიკური წინსვლა დაიწყო. ეს ის პერიოდი იყო, როცა პატრიარქის თხოვნით მას  ხუდონი და ხიდისხევჰესების მშენებლობის შეჩერება სთხოვეს. ივანიშვილმა მაშინ დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა პატრიარქთან ამ თემაზე საუბარი.

-თავში გვქონდა გარკვეული პოლემიკაც კი, სწრაფად გაიგო ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა და ნაცვლად იმისა, ეთხოვა მშენებლობის შეჩერება, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ის აუხსნიდა მოსახლეობას, რომ აუცილებელია ასეთი ჰესების მშენებლობა. ერთგან წყალი არ გუბდებოდა, მეორეგან წყალი იყო ჭარბი, ასე ვერც გავფრინდებით, ვერც მოვფრინდებით, ჩვენ გვჭირდება გარდა ლამაზი ბუნებისა სხვა რაღაც, მარტო ლამაზი ბუნება არ არის საკმარისი კარგი ცხოვრებისთვის. ჩვენ ბუნების რაღაც ნაწილს შეველევით, ეს იქნება დაბალანსებული, ეს არ იქნება ბუნების კატასტროფულად დაზიანება“-განაცხადა 2013 წელს ივანიშვილმა.

Leave a Reply