დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი ნაწილობრივ ამოქმედდა. დიდხნიანი აკრძალვის შემდეგ, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა, სტუდენტები დაუბრუნდნენ აუდიტორიებს; დასაშვებია სტუმრობა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლებისთვის სასწავლო პროგრამის აუდიტორიებში განახლება სავალდებულო არ არის და სასწავლო დაწესებულებას თავად ექნება საშუალება, სწავლების ფორმა შეარჩიოს.

“ეს გახლავთ შესაძლებლობა და არა სავალდებულო ნორმა. ყველა უნივერსიტეტი და ლოკალური სასწავლებელი, თავისი ლოკალური სიტუაციიდან გამომდინარე, მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ, რა განრიგით და რა ფორმით უნდა გაიხსნას, ამ დათქმების გათვალისწინებით. დაწესებულებები სრულად არიან ინფორმირებულები იმ რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ, რაც უსაფრთხოების კუთხით ევალებათ რომ დაიცვან. ამის შესახებ გაიმართა წინასწარი კონსულტაციებიც,”- აცხადებენ სამინისტროში

Leave a Reply