ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღზეც ისაუბრა.

კლუგეს თქმით, 2021 წლის განმავლობაში ვირუსი უკან არ დაიხევს, თუმცა სიტუაცია უფრო მართვადი გახდება. როგორც კლუგე აცხადებს, 1 წლის შემდეგ კაცობრიობამ კორონავირუსზე უფრო მეტი იცის და მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაჩნდა, მათ შორის დიაგნოსტიკა და ვაქცინები.

„თუმცა ჩემს მუშაობაში აუცილებელია წინასწარ დაგეგმვის ცოდნა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პანდემია 2022 წლის დასაწისში დასრულდება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მთლიანად გაქრება.

წყარო:

https://www.welt.de/politik/ausland/plus227654193/WHO-Experte-Die-Pandemie-ist-Anfang-2022-vorbei.html

Leave a Reply