ეკონომიკის სამინისტრო EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ სპეკულატიურ შეფასებას პასუხობს
სამინისტროს 20 გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომელსაც EMC-ს ცხრა პუნქტიანი პუბლიკაცია ეხება.


გამოქვეყნებულ დოკუმენტში წარმოჩენილია როგორც EMC-ს “კვლევის” სპეკულატიური ხასიათი, ასევე წარმოდგენილია EMC-ს მიერ კონტექსტიდან ამოღებული თემების დეტალური ანალიზი და მათი რეალური განმარტებაც.



ნამახვანჰესს 6.2 ცენტიანი ტარიფი წლის განმავლობაში მხოლოდ რვა თვეში ეკუთვნის. დღეს არსებული სავაჭრო მოდელით წლიური დათვლით საშუალო შეწონილი ტარიფი ჰესს 4.91 ცენტი გამოსდის;
თუკი მხედველობაში კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადების ოდენობას მივიღებთ, რაც ქვეყანაში პირდაპირ რჩება, ტარიფის ღირებულება კიდევ 1 ცენტით იაფდება.








