დუშეთის რაიონში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ მიმდებარე სოფლებში საძოვრები და ხე-ტყე იყიდება, მისი თქმით „მაფია კარგად მუშაობს“. მისივე თქმით, წერილი მისული იყო აწ უკვე ყოფილ პრემიერთან გახარიასთან, რომელმაც პროკურატურას და შემდეგ უკვე გუბერნიას გადაუგზავნა შესასწავლად. ქალის თქმით მას აქვს ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც მისი სიტყვების სიმართლეს ადასტურებს.

ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირინე ფხოველიშვილმა კონფერენციაზევე მისცა პირობა იქ მყოფთ, რომ სულ მალე დაიწყებენ აღნიშნულ საქმეზე მუშაობას.

Leave a Reply

Your email address will not be published.