ანა მელუა

სტაჟიორი

ჩვენ გარშემო საკმაოდ აქტიურად ჟღერდება ტერმინები, რომელთა ზუსტი მნიშვნელობაც საზოგადოების ნაწილისთვის მეტ-ნაკლებად ბუნდოვანია. ასეთ ტერმინთაგან ერთ-ერთია პლებისციტი.

დასაწყისიდან , რომ მივყვეთ ტერმინი პლებისციტი მომდინარეობს ძველი რომაული პოლიტიკური პრაქტიკიდან, იგი აღნიშნავდა მდაბიოების მიერ გამართულ კენჭისყრას ამა თუ იმ საკითხზე.

დღეს ტერმინი აღარ გამოიყენები საწყისი ზუსტი მნიშვნელობით. თანამედროვე სამყაროში იგი გამოხატავს კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვას განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა , ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. იგი სახალხო ხელისუფლების უშუალო დემოკრატიის ფორმაა.  პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

 

პლებისციტი საქართველოში

საქართველოში პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით. პლებისციტის ჩატარებაზე ვრცელდება ,, რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა მე-4 მუხლისა“ .

2007 წლის 23 ნოემბერს ქ. თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაიცა ბრძანება პლებისციტის დანიშვნის შესახებ.

ქ. თბილისი                                                    2008 წლის 15 იანვარი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

 

2008 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგების შემაჯამებელი

ოქმი

საქართველოს ორგანული კანონის “რეფერენდუმის შესახებ” 27-ე მუხლის პირველი, მე-3, 31 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2008 წლის 15 იანვრის სხდომაზე შეაჯამა 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტის (ნატოში შესვლის თაობაზე) შედეგები და დაადგინა:

 

1. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: 3 527 964
2. პლებისციტის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 1 982 318
3. ბათილად ცნობილ საპლებისციტო ბიულეტენთა რაოდენობა: 203 325

 

  1. მიცემულ ხმათა რაოდენობა:
მიცემული ხმების რაოდენობა
დიახ 1 355 328
არა 404 943

 

5. კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა 1 760 271
6. პლებისციტის დადებითად გადაწყვეტის მომხრე 1 355 328 – 77.00 %

 

  1. საპლებისციტოდ შემოტანილი საკითხიუჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?” ჩაითვალა მიღებულად.

განსხვავება  ,,რეფერენდუმსა“ და ,,პლებისციტს“ შორის

მისი მნიშვნელობით იგი ენათესავება ტერმინ ,, რეფერენდუმს“ თუმცა, მაშინ , როდესაც რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან , აქვს იურიდიული, პირდაპირი მოქმედების ძალა და საბოლოოა, პლებისციტის შედეგები  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათის არის. გარდა ამისა, რეფერენდუმი იმართება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, პლებისციტის ჩატარება, კი შესაძლებელია, როგორც ამომრჩეველტა, ისე მათი ნაწილის აზრის გასაგებადაც.

Leave a Reply