7 მარტს ჟიული შარტავას დაბადების დღეადიდება გმირებს!

ჟიული შარტავა – უფალო, მე წამიყვანე და საქართველო გადაარჩინე

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…

 

 


„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ქედს ვიხრით ეროვნული გმირის წინაშე და პატივს მივაგებთ ჟიული შარტავას ხსოვნას. გმირების სახელები უნდა იცოდეს შთამომავლობამ.

„ ერთ-ერთ დღეს, სანამ ჟიული შარტავას უბედურება შეემთხვეოდა, მასთან კაბინეტში ავედი. ფეხზე მეძინებოდა და მან თავის მოსასვენებელ ოთახში შემიყვანა, დაისვენეო. ხის ტახტი და მუთაქა იყო. ვერაფრით ვერ მოვისვენე და წამოვდექი. გვერდით ოთახში , სადაც მეუფე კალისტრატეს წინ ჟიული შარტავა იდგა და ამბობდა:“ უფალო, მე წამიყვანე და საქართველო გადაარჩინეო“. მას მეუფე აწყნარებდა და მერე ისე, რომ ჟიული შარტავას არ გაეგო ისე თქვა ამას უფალი სამ დღეში წაიყვანსო. ზუსტად ასე მოხდა, ამ ამბიდან მესამე დღეს უფალმა ჟიული შარტავა წაიყვანა.“

Leave a Reply