გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო” დატოვა – წასვლის მიზეზად ბრძოლისთვის მეტი თავისუფლება დაასახელა.

წულაიას თქმით, აქვს ამბიცია, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის  სამოქალაქო აქტიურობას დამოუკიდებლად უკეთ შეძლებს და შესაძლოა, შემდგომ რომელიმე პარტიაში გაერთიანდეს, ან საკუთარი პარტია ჩამოაყალიბოს.

“სიამაყით ვიხსენებ იმ წლებს, როდესაც კახასთან ერთად ამ პარტიას ვაკეთებდი და ვიყავით ოპოზიციაში, მრავალი წელია ერთად ვიბრძვით. დადგა ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას, სრულ გამარჯვებადმე.  მირჩევნია, როგორც გოგი წულაიამ ისე ვიბრძოლო სხვადასხვა პრობლემებზე. პარტიაში თავისუფლება იყო, მაგრამ მაქვს ამბიცია, რომ ცალკე უფრო მოვახდენ თავის რეალიზებას. შემდეგ შეიძლება ვიფიქრო რამე პარტიის ჩამოყალიბებაზე, ან შესაძლოა, მიხილოთ რომელიმე არსებულ პარტიაში,”- განაცხადა გოგი წულაიამ.

Leave a Reply