არჩილ გამზარდია
2007 წელს მიმდინარე მოვლენების გამო მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. როგორ ჩატარდა არჩევნები, სხვა თემაა, მაგრამ ეს ერთგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო.
2012 წელს, მიმდინარე მოვლენების გამო სააკაშვილი აღარ გადამდგარა, მაგრამ მან თავის ძალოვან სისტემას “სისტემური კრახი” უწოდა, რაც ერთგვარად პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო.
2012 წელსვე “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნებზე მარცხი აღიარა და საკმაოდ მაღალი პოლიტიკური კულტურით გადააბარა ხელისუფლება “ქართულ ოცნებას”. ესეც ერთგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლების გადაცემის კულუარული მხარე უფრო რთული იყო.
დროა, “ქართულმა ოცნებამ” მინიმალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც გამოიჩინოს (რაც ბოლო წლებში საერთოდ არ ახასიათებს) და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, არა რომელიმე ერთი ჩანაწერის გამო, არამედ იმ გველაფრის გამო, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ასეთი მიზეზი უამრავი, საკმარისზე ბევრად მეტია.
ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი.

Leave a Reply