3 თვის შემდეგ ვასილ მაღლაფერიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ განცხადება მაღლაფერიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

-მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება.  თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!”

Leave a Reply